ნიდერლანდები რუსეთს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს
ნიდერლანდები რუსეთს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს

ნიდერლანდების უსაფრთხოების სამსახურმა აპრილში ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა. როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, ანკ ბეილეველდმა განაცხადა, დიპლომატების გაძევების მიზეზი რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს მხრიდან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წინააღმდეგ განხორციელებული კიბეროპერაცია გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა ჰააგაშია განთავსებული, სოლსბერიში ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს იძიებდა.

ნიდერლანდების ხელისუფლების თქმით, კიბერთავდასხმის მცდელობა ნიდერლანდების სპეცსამსახურებმა დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან თანამშრომლობით აღკვეთეს.

ნიდერლანდების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეში ოთხ ეჭვმიტანილს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდა და მათ შორის იყვნენ IT-სპეციალისტები.