ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთისგან 2014 წელს ავიაკატასტროფისას დაღუპული ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვენ
ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთისგან 2014 წელს ავიაკატასტროფისას დაღუპული ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვენ

ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთისგან 2014 წელს, დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. ABC-ის ცნობით, ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა განაცხადა.

მანამდე, ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდზე ნიდერლანდებისა და ავსტრალიის ერთობლივი განცხადება გამქოვეყნდა, რომელშიც ორი ქვეყანა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად აკისრებს.

„ნიდერლანდები და ავსტრალია რეის MH17-ის თვითმფრინავის განადგურებაში მონაწილეობისთვის პასუხსიმგებლობას რუსეთს აკისრებენ. ჩვენმა ორმა ქვეყანამ რუსეთს ეს გადაწყვეტილება აცნობეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მთავრობა ყოველთვის აცხადებდა, რომ MH17-ის კატასტროფასთან დაკავშირებით სიმართლე უნდა გაირკვეს და მსხვერპლისა და მათი ნათესავებისთვის სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. ნიდერლანდები მხარს უჭერს ამ მხრივ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე ნიდერლანდები და ავსტრალია დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი პასუხისმგებელია „ბუკის“ ნადაგარის განთავსებაზე, რომელიც MH17-ის ჩამოსაგდებად გამოიყენეს“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.

ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობები გეგმავენ, რომ საერთაშორისო სასამართლოსა ან ორგანიზაციას მიმართონ.

„მოვუწოდებთ რუსეთს, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს სიმართლის დადგენისა და MH17-ის მსხვერპლთა და მათი ნათესავებისთვის სამართლიანობის მიღწევის პროცესში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

24 მაისს საერთაშორისო ექსპერტებმა რეის MH17-ის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს „ბუკის” ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი პერვომაისკოეს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც პრორუსული სეპარატისტული ძალები აკონტროლებდნენ. მგზავრებს შორის ნიდერლანდების 193 მოქალაქე იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი