ნიცის მერი ტურისტების ნაკადის შემცირების მიზნით, დასვენების დღეებში კარანტინის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
ნიცის მერი ტურისტების ნაკადის შემცირების მიზნით, დასვენების დღეებში კარანტინის დაწესების ინიციატივით გამოვიდა

ნიცის მერი ტურისტების ნაკადის შემცირების მიზნით, დასვენების დღეებში კარანტინის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. შეზღუდვის მიზანი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან ბრძოლაა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საფრანგეთში, ნიცის რაიონში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება – კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა.

ქალაქის მერის განცხადებით, 18:00 საათიდან კომენდანტის საათის, ადგილობრივი ან სპეციფიკური დროით დაწესებული კარანტინის გარდა მკაცრი შეზღუდვების შემოღებაა საჭირო. მისი თქმით, დასვენების დღეებში კარანტინის დაწესებას აზრი აქვს.

„ამინდი კარგია, ყველა აქ ჩამოსვლისკენ მოისწრაფვის. შაბათ-კვირას კარანტინის დაწესება, ქალაქში ეკონომიკური აქტივობების შეწყვეტის გარეშე, ამას შეაჩერებს. ამ ზაფხულს ბევრი ტურისტის მიღებით ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, მას შემდეგ, რაც ამ ბრძოლას მოვიგებთ. ნიცის მცხოვრებლების დაცვა ჩემი პრიორიტეტია“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, მთავრობა ხმელთაშუა ზღვის ქალაქში კონტროლის ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას ამ დასვენების დღეებში მიიღებს.