ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ნისლი, ქარი, ცუდი ხილვადობა) გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.