ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდა საქართველოს დროშის ფერებში. ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 26 მაისს​, ოტავას დროით 21:45 საათზე განათდა და 15 წუთის განმავლობაში იყო განათებული.

საელჩომ აღნიშნული ფაქტი ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქა.

ჩანჩქერის საქართველოს დროშის ფერებში განათების პარალელურად შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.