Neymar Jr’s Five შესარჩევი თელავში დაიწყო

20:09, 25.05.2019

დღეს თელავში Red Bull Neymar Jr’s Five შესარჩევი თამაში გაიმართა. 15 ივნისს, თბილისში, ბრაზილიის საგზურისთვის იბრძოლებს „შილდა“, რომელმაც მეტოქე 2:1 დაამარცხა.

Red Bull Neymar Jr’s Five – პროფესიონალი და მოყვარული ფეხბურთელების გლობალური ჩემპიონატია. საქართველო ჩემპიონატში მონაწილეობას წელს უკვე მეორედ მიიღებს.

მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 25 წლის გოგონებსა და ბიჭებს, გუნდში მხოლოდ ორი, 25 წელს გადაცილებული მოთამაშე დაიშვება.

შესარჩევი თამაშები თელავის გარდა გაიმართება გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში.

მსგავსი