New York Post-ი მანჰეტენზე აფეთქების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

New York Post-ი მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

დაკავებული ეჭვმიტანილი ბანგლადეშის მოქალაქე, ბრუკლინის მცხოვრები 27 წლის აკაიედ ულაა. ის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა.

ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მას სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული. ნიუ იორკის მერმა მომხდარი უკვე შეაფასა, როგორც ტერორისტული თავდასხმის მცდელობა.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის თავად ეჭვმიტანილი.

აფეთქება 42-ე ქუჩისა და მერვე ავენიუს კვეთაზე, „თაიმს სქვერის“ მახლობლად, ავტობუსების სადგურში მოხდა.