New Internationalist-მა სოხუმის „დინამოს“ სტატია მიუძღვნა - „იქ, სადაც ფეხბურთი ხვდება პოლიტიკას“
New Internationalist-მა სოხუმის „დინამოს“ სტატია მიუძღვნა - „იქ, სადაც ფეხბურთი ხვდება პოლიტიკას“

ბრიტანული გამოცემა New Internationalist-ის ჟურნალისტმა რობერტ ოკონორმა სტატია სათაურით – „იქ, სადაც ფეხბურთი ხვდება პოლიტიკას“ საფეხბურთო კლუბ სოხუმის „დინამოს“ მიუძღვნა.

სოხუმის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის „დ“ ჯგუფში თამაშობს. გუნდი სოხუმის იმ „დინამოს“ სამართალმემკვიდრეა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამოდიოდა. ამჟამად გუნდი თბილისშია ბაზირებული.

გამოცემას სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი ესაუბრა:

„ჩვენი კლუბის სათადარიგო შემადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილი 16 ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება, რომელთა მშობლების დიდი ნაწილიც აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. ჩვენი გუნდი ორიენტაციას სწორედ დევნილ მოზარდებზე აკეთებს, რადგან უფლება არ გვაქვს, არ მივიღოთ კლუბში საქართველოს ამ კუთხის შვილები. ჩვენი კარი ღიაა აფხაზეთში მცხოვრები ყველა ფეხბურთელისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველოა და მათთვის ჩვენთან ადგილი ყოველთვის მოიძებნება. მე გალში გახლდით გადასული, საიდანაც რამდენიმე ფეხბურთელი შევარჩიე და გუნდში ჩავრიცხე. აფხაზები ჩვენი ძმები არიან და იმედს ვიტოვებ, სულ მალე ერთად თანაცხოვრებას შევძლებთ, ქართველები და აფხაზები დააღწევენ თავს რუსულ ოკუპაციას, რის შემდეგაც, ადრინდელივით, ისევ ერთად, ძმურად ვიცხოვრებთ“, – ამბობს სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.