ნევადის შტატში სამორინეები, რესტორნები და არასასიცოცხლო მნიშვნელობის კომერციული ობიექტები იხურება

09:16, 18.03.2020

კორონავირუსის გავრცელების გამო, ნევადის შტატის ხელისუფლებამ ყველა სამორინეს, რესტორნისა და არასასიცოცხლო მნიშვნელობის კომერციული ობიექტების დახურვის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. დაიხურება აშშ-ში აზარტული თამაშების დედაქალაქად წოდებულ ლას ვეგასში არსებული ყველა სამორინე.

შეზღუდვები ადგილობრივი დროით 18 მარტის შუადღიდან ამოქმედდება და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 105-ს შეადგენს, გამოვლენილია დაავდების 6200-ზე მეტი შემთხვევა. გასული კვირიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მსგავსი