ნევადას სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსერვატორი აქტივისტების მოთხოვნა, რომლებიც ჯო ბაიდენის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ

10:41, 21.11.2020

ნევადას ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კონსერვატორი აქტივისტების მოთხოვნა, არ დაემტკიცებინა ჯო ბაიდენის გამარჯვება, რომელმაც ნევადას შტატი 33 000 ხმით მოიგო.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„თქვენ მე მთხოვთ, რომ 1,4 მილიონი ხმა გავაუქმო, რადგან შესაძლოა, აქედან 250-დან 8 000-მდე ხმა არალეგიტიმური იყო“, – აცხადებს მოსამართლე გლორია სტრუმანი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი დასახელდა.

მსგავსი