Netflix-მა ლუიშ ფიგუს ლეგენდარული ტრანსფერის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო # 1TVSPORT
კომპანია Neflix მალე წარადგენს ფილმს პორტუგალიელი ლეგენდის ლუიშ ფიგუს „ბარსელონადან“ „რეალში“ გადასვლის შესახებ.
სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ჰქვია „ფიგუს საქმე“ (El Caso Figo). ის ეძღვნება პორტუგალიელის 62 მილიონ ევროდ შეფასებულ ხმაურიან ტრანსფერს 2000 წელს.
ფიგუს მოგონებების გარდა, ფილმში იქნება ინტერვიუები „რეალის“ პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან და „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელთან პეპ გვარდიოლასთან.
ფილმის პრემიერა 25 აგვისტოს არის დაგეგმილი.