ნეშვილის პოლიციამ კვების ობიექტზე თავდასხმასა და ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
ნეშვილის პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, კვირას ადგილობრივ ვაფლის სახლში სრულიად შიშველი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, ეჭვმიტანილი იმ დროს დააკავეს, როცა კვლავ შიშველ მდგომარეობაში ახლოს მდებარე ტყეში შერბოდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ინტერნეტში გავრცელდა 29 წლის ტრევის რეინკინგის დაკავების ამსახველი ფოტოები, სადაც ის პოლიციის მანქანაში ზის და დასვრილი პერანგი და ჯინსი აცვია.
რეინკინგმა, რომელსაც დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები აღმოაჩნდა, ადვოკატი მოითხოვა და დუმილის უფლებას იყენებს.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.
ტენესის შტატში თავდასხმა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვარპლა, გუშინ მოხდა.