ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 400-მდე ადამიანი

16:30, 26.08.2026

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.

ქვეყნის ტურიზმის საბჭოს ცნობით, დაკარგულად ითვლება 400-მდე მოგზაური, მათგან 291 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მომხდარს ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეწყერი ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია.

ნეპალს სოლიდარობა გომოუცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა. ნარენდრა მოდის თქმით, ინდოეთი მზადაა, ნეპალს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

ამასთან, წყალდიდობამ ტიბეტიც დააზარალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამძებრო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა.

მსგავსი