ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა
ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა, 4 200-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ამასთან, როგორც ცნობილია, დაკარგულებს შორის ნეპალის 3 600-ზე მეტი მოქალაქეა, 592 კი უცხოელია. ასობით ადამიანი ნეპალის ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომელი იყო. ისინი კატასტროფის მომენტში გვირაბებში მუშაობდნენ.
რაც შეეხება ჩინეთს, სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში დაღუპულთა რიცხვი ამჟამად თექვსმეტს შეადგენს, ხოლო 546 დაკარგულად ითვლება.
ცნობისთვის, ძლიერი წყალდიდობა ნეპალსა და ტიბეტში 26 აგვისტოს მოხდა.