ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 626-მდე გაიზარდა, 2400-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა

10:30, 29.08.2026

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 626-მდე გაიზარდა, 2400-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ნეპალის კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს მაჩვენებელი აღემატება ნეპალის პოლიციის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ მონაცემს, რომლის მიხედვითაც, დაღუპულთა რაოდენობა 616 იყო.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა დაკარგულთა რაოდენობა.

ცნობისთვის, ნეპალში სტიქია 26 აგვისტოს მყინვარის ჩამოშლამ გამოიწვია, რის შედეგადაც ნეპალ-ჩინეთის საზღვრის ორივე მხარეს მდებარე ჰიმალაის მდინარეთა ხეობებში კლდის ქანების, ყინულის, ტალახისა და ქვა-ღორღის ძლიერი ღვარცოფი წამოვიდა.

მსგავსი