ნეპალში სტიქიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა
ნეპალში სტიქიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 24 ადამიანი.

მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონაში 1 100 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომელსაც მეწყერი და წყალდიდობა მოჰყვა. რეგიონში გზების უმეტესობა ჩახერგილია.

მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ უამინდობა ნეპალში უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია.