ნეპალში პოლიციამ რელიგიური მსვლელობა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა

19:45, 03.09.2020

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში პოლიციამ რელიგიური მსვლელობა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მსვლელობას, რომელიც მთავრობის მიერ დიდ შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ჩატარდა, 2 000 ადამიანი ესწრებოდა.

თვითმხილველების თქმით, მსვლელობის მონაწილეებს პირბადეები ეკეთათ. დაპირისპირებისას მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს ხოლო ერთ-ერთ მოტოციკლეტს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაპირისპირებისას სულ მცირე, მათი ოთხი თანამშრომელი დაშავდა. ამასთან, დაშავებულები მსვლელობის მონაწილეებს შორისაც არიან, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მსგავსი