ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედიის აკრძალვის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებისას, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა
ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედიის აკრძალვის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებისას, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედიის აკრძალვის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, მსხვერპლი მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს მოჰყვა.

როგორც ნეპალის კომუნიკაციების მინისტრმა, პრიტვი სუბამ „ბიბისის“ განუცხადა, პოლიციას ძალის გამოყენება მოუწია, რაც მოიცავდა წყლის ჭავლის, ხელკეტების და რეზინის ტყვიების გამოყენებას.

გამოცემის ცნობით, მოსახლეობის განრისხება გამოიწვია მთავრობის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, სოციალური მედიის პლატფორმები ყალბი ამბების, სიძულვილის ენისა და ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოს მიერ უნდა დარეგულირდეს.