ნეპალში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენისას ვერტმფრენს შეეჯახა, დაღუპულია სამი ადამიანი
ნეპალში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენისას ვერტმფრენს შეეჯახა, დაღუპულია სამი ადამიანი

ნეპალში, ევერესტის რეგიონის აეროპორტში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენისას ვერტმფრენს შეეჯახა. სააგენტო „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, კატასტროფის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

სამიტ ეარის“ კუთვნილი თვითმფრინავი ლუკლადან კატმანდუს მიმართულებით აპირებდა გაფრენას, რა დროსაც ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და იქვე მდგარ ვერტმფრენს შეეჯახა.

დაშავებულები კატმანდუს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. გარდაცვლილთა შორის თვითმფრინავის პილოტი და ვერტმფრენის მახლობლად მდგარი ორი პოლიციელია.

ნეპალის ქალაქ ლუკლას აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა.

დატოვე კომენტარი