ნეპალში კერძო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ნეპალში, კატმანდუს აეროპორტის სიახლოვეს კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.  Kathmandu Post-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენი ზოლის ნაცვლად, საფეხბურთო მოედანზე დაეშვა, რის შემდეგაც სალონს ცეცხლი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავიდან 17 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ხოლო, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აეროპორტის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. მეხანძრეები ცეცხლის სრულ ლიკვიდაციას ცდილობენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბანგლადეშური ავიაკომპანიის საკუთრებაა.

 

დატოვე კომენტარი