ნეპალში ძლიერ წვიმას სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა
ნეპალში ძლიერ წვიმას სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში ძლიერ წვიმას სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, პარასკევს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ ნეპალში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია, რამაც საავტომობილო გზები გადაკეტა და რამდენიმე ხიდი წაიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ცხრა ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე გზატკეცილი მეწყრის გამო დაიბლოკა, რის შედეგადაც ასობით მგზავრი გადაადგილებას ვერ ახერხებს.

მათივე ინფორმაციით, სტიქიას ებრძვიან ნეპალის მეზობელ ინდოეთშიც. აღმოსავლეთ ინდოეთის მთიან რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყრის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა.

„ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს შვიდი ცხედარი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კიდევ ორი ადამიანის შესახებ. მიმდინარეობს სამუშაოები მათი ცხედრების ამოსაყვანადაც“, – განუცხადა მედიას დარჯილინგის რაიონის პოლიციის წარმომადგენელმა.