ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. მცირე ზომის თვითმფრინავი კატმანდუს აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი და 17 ტექნიკური სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქ პოკჰარაში სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიემგზავრებოდნენ.
კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტის პრესსპიკერის თქმით, ავიაკატასტროფას მხოლოდ ლაინერის კაპიტანი გადაურჩა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმფრინავი Bombardier-ი ადგილობრივ ავიაკომპანიას, Saurya Airlines-ს ეკუთვნოდა.
მომხდარი კატასტროფის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა.