ნეპალის ორ სოფელში მეწყერის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

20:29, 13.09.2020

ნეპალის ორ სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა სულ მცირე 12 ადამიანი იმსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ათი ადამიანი დაიღუპა ბარაბისის დასახლებაში, კატმანდუდან 100 კილომეტრის დაშორებით, სადაც ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა კიდევ 21 პირი. ორი ადამიანი კი სტიქიას ბაგლუნში ემსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიის გამომწვევი მიზეზი, გადაუღებელი წვიმა გახდა. ტალახის მასამ სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა. ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

მსგავსი