ნეპალის ხელისუფლებამ ევერესტის რეგიონში პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენება აკრძალა
ნეპალის ხელისუფლებამ ევერესტის რეგიონში პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენება აკრძალა

ნეპალის ხელისუფლებამ ევერესტის რეგიონში პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენება აკრძალა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხელისუფლება ამგვარად ევერესტზე მთამსვლელების მიერ დატოვებულ ნარჩენებს ებრძვის.

აკრძალვა 2020 წლის იანვრიდან შევა ძალაში. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს კანონი დაეხმარება ნეპალს, დაიცვას ევერესტის რეგიონი ნაგვისგან.

ბოლო პერიოდში ჩატარებული დასუფთავების აქციის შედეგად, ევერესტზე 11 ტონა ნარჩენი შეაგროვეს. ნეპალის ქუმბუ პასან ლამუს მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს. მთავრობა რეგიონის გარე ზემოქმედებისგან დასაცავად სულ უფრო მეტად ამკაცრებს ევერესტზე ასვლის რეგულაციებს.

აგვისტოში ნეპალის მთავრობის მრჩეველთა პანელმა გასცა რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც მთამსვლელებს ევერესტზე თან უნდა ახლდეთ გამოცდილი გიდი, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლამდე კი ჯერ ნეპალის პიკი უნდა დალაშქრონ, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 6500 მეტრია.

ამჟამად, ევერესტზე ასვლის ნებართვა 11 ათასი დოლარი ღირს. ნეპალის ხელისუფლება გადასახადის 35 ათას დოლარამდე გაზრდის ინიციატივას განიხილავს.

2019 წელს ევერესტზე ასვლისას 11 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა.