ნეპალის ფილმების ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ქართულ ფილმს გადაეცა
ნეპალის ფილმების ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ქართულ ფილმს გადაეცა

ნეპალის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი ქართული კინოსურათი გახდა. keep smiling, ანუ გაიღიმეთ, რეჟისორ რუსუდან ჭყონიას 2012 წელს შექმნილი ქართული ტრაგიკომედიური ფილმია.

ფილმის პრემიერა ვენეციის 69-ე კინოფესტივალზე შედგა. კინოსურათი წარდგენილი იყო ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, თუმცა ის კანდიდატთა სიაში ვერ მოხვდა.

ფილმი ტრაგიკომედიაა, რომელიც მოგვითხრობს დედათა სილამაზის კონკურსში მონაწილე ქალების ისტორიებს. კონკურსში გამარჯვებით მათ მთავარი პრიზის, ბინისა და 25 ათასი დოლარის მოპოვება სურთ.