ნეპალის დედაქალაქში აფეთქებების სერიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ნეპალის დედაქალაქში აფეთქებების სერიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში აფეთქებების სერიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, კატმანდუში სამი აფეთქება მოხდა. აფეთქებების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები საცხოვრებელ სახლთან, საპარიკმახეროსთან და აგურის გამოსაწვავ ღუმელთან ამოქმედდა.

ნეპალის პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმები მაოისტების დაჯგუფებამ განახორციელა. 10-წლიანი სამოქალაქო კონფლიქტის შემდეგ, ყოფილი ამბოხებულები იმ პარტიას შეუერთდნენ, რომელიც ამჟამად ნეპალს მართავს. მაოისტების ჯგუფმა მსგავსი თავდასხმა კატმანდუში მიმდინარე წლის თებერვალშიც განახორციელა.