ნეპალის არმიაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები საჯარო და კერძო ქონების დაზიანებას თუ არ შეწყვეტენ, შესაბამის ძალას გამოიყენებენ და წესრიგს დაამყარებენ
ნეპალის არმიაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები საჯარო და კერძო ქონების დაზიანებას განაგრძობენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ მომიტინგეების მხრიდან ეს ქმედებები არ შეწყდება, მაშინ ნეპალის არმია და პოლიცია შესაბამის ძალას გამოიყენებენ და წესრიგს დაამყარებენ.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რას გულისხმობს აღნიშნული ზომები.
ცნობისთვის, ნეპალში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყალბი ამბების, სიძულვილის ენისა და ონლაინთაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად სოციალური მედიის პლატფორმები სახელმწიფოს მიერ უნდა დარეგულირებულიყო. ამასთან, აქტივისტები ქვეყანაში კორუფციის შემთხვევების გახშირებასაც აპროტესტებდნენ. პოლიციასთან დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაპირისპირების ფონზე თანამდებობა დატოვა ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლმა.