„ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას ევროპის საინვესტიციო ბანკი 6 თებერვალს მიიღებს
„ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას ევროპის საინვესტიციო ბანკი 6 თებერვალს მიიღებს

„ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 6 თებერვალს მიიღებს. საფინანსო ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოში დაგეგმილი პროექტისთვის 127 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა იგეგმება.

„ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. EBRD მშენებლობას 214 მილიონი დოლარით დააფინანსებს, 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას კი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ კაპიტალში განახორციელებს.

დაფინანსების მოძიება კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკიდან და კორეის განვითარების ბანკიდან იგეგმება.
280-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის მთლიანი ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.