ნენსი პელოსი და ჩაკ შუმერი მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, მოსთხოვოს დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება
ნენსი პელოსი და ჩაკ შუმერი მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, მოსთხოვოს დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, მოსთხოვოს დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება. ამის შესახებ ნენსი პელოსიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„სენატორი შუმერი და მე მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, მოითხოვოს, რომ ყველა დემონსტრანტმა დაუყოვნებლივ დატოვოს აშშ-ის კაპიტოლიუმი და მისი ტერიტორია”, – წერს ნენსი პელოსი.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.