ნათია იორდანიშვილი - ტყით სარგებლობის წესში ცვლილებების ძირითადი მიზანია ორგანიზებულ ტყით სარგებლობაზე გადასვლა
ნათია იორდანიშვილი - ტყით სარგებლობის წესში ცვლილებების ძირითადი მიზანია ორგანიზებულ ტყით სარგებლობაზე გადასვლა

ტყით სარგებლობის წესში ცვლილებების ძირითადი მიზანი ორგანიზებულ ტყით სარგებლობაზე გადასვლაა, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ტყეში სამუშაოებს მეტყევე სპეციალისტი, შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის პირი უნდა ასრულებდეს. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს უსაფრთხოების ზომებს. არაკვალიფიციური მუშახელის მიერ ტყისთვის მიყენებულ ზიანზე რომ არაფერი ვთქვათ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია უბედური შემთხვევები, როცა ხე–ტყის დამზადების სამუშაოები სხვა პირების მიერ ხდება. ასევე, საკმაოდ მაღალია ხე–ტყით უკანონო სარგებლობის რისკები“, – განაცხადა იორდანიშვილმა. 

მისი თქმით, როგორც წესი, რეგიონებში ე.წ არაფორმალურად ფორმირებული სამუშაო ჯგუფები მოსახლეობიდან ბილეთებს აგროვებენ და შემდეგ ტყეში თავად მიდიან და მასალას ამზადებენ.

„ერთი მხრივ, ისინი მოსახლეობას მომსახურებას უწევენ და ამაში ანაზღაურებას იღებენ. თუმცა, ასეთ პირობებშიც, ასე მოპოვებული მერქნის უკანონო ბაზრებზე მოხვედრის რისკები ძალიან მაღალია. რასაკვირველია, ამის შემთხვევები გვქონია“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

როგორც ნათია იორდანიშვილმა აღნიშნა, სოციალური ჭრის მექანიზმით მოქალაქეს შეუძლია ბანკში მივიდეს, ბარათი აიღოს და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მოსაკრებელი, კბ.მ–ზე ექვსი ლარი გადაიხადოს, ტყეში თავად წავიდეს, ხე მოჭრას და მისი ტრანსპორტირება უზრუნველყოს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ წინა წლების სტატისტიკასთან მიმართებით, შესაძლოა, მდგომარეობა მეტ–ნაკლებად გაუმჯობესებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა ჯერ კიდევ არის და ცვლილებები და კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციების გამკაცრება სწორედ აქეთ არის მიმართული.