ნელი კორკოტაძე - საქართველოში შემოწმებულ ბენზინში ტყვიის შემცველობა არ აღმოჩნდა
ნელი კორკოტაძე - საქართველოში შემოწმებულ ბენზინში ტყვიის შემცველობა არ აღმოჩნდა

საქართველოში შემოწმებულ ბენზინში ტყვიის შემცველობა არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნელი კორკოტაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით 240 ბენზინგასამართი სადგურიდან სინჯები აიღეს და აღნიშნა, რომ შემოწმდა როგორც ბრენდული, ასევე დაბალფასიანი ბენზინგასამართი სადგურებიც.

კორკოტაძემ განაცხადა, რომ შემოწმება გაუფრთხილებლად მოხდა, ამიტომ გამორიცხავს, რომ ლაბორატორიული სინჯების პასუხები გაყალბებულიყო.

„სატენდერო პირობებში ჩავდეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კომპანია, რომელიც კვლევას ჩაატარებდა საერთაშორისო სტანდარტებისა და წესების დაცვით, რასაც ითვალისიწინებს ევროპული კანონმდებლობა. რაც შეხება სინჯების სანდოობას და კონფიდენციალობას, ჩვენ ლაბორატორიას სინჯებს ვაწოდებდით ლუქის ნომრის მიხედვით, ამიტომ შეუძლებელი იყო იდენტიფიცრიება მომხდარიყო, რომელი კომპანიიდან იყო ეს საწვავი“, – ნელი კორკოტაძე.

მისი განცხადებით, ტყვია ბენზინში არ ფიქსირდება და ტყვიის წყარო, რომელიც კვლევის შედეგად ფიქსირდება ადამიანების სისხლში, შეიძლება სხვა წყარო იყოს. კორკოტაძის თქმით, ამის დასადგენად კვლევები სამომავლოდ იწარმოებს.

„გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახური 2019 წელს გეგმავს ბენზინში სხვა დამაბინძურებელი ქიმიური ელემენტების ნორმის გაკონტროლებას, ასევე დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის გაკონტროლებასაც“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

დატოვე კომენტარი