„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ საქართველოში მოგზაურობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ საქართველოში მოგზაურობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკზე“ (National Geographic) გრძელდება საქართველოს შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია.

მთებიდან ზღვამდე შვიდ დღეში – საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა“ – ამ სათაურით ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში მოგზაურობას აღწერს.

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი​ს“ ვრცელი სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანია ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. მასშტაბური კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ასეთი სტატიები მნიშვნელოვნად ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე.

„როგორც იცით, ჩვენ სტრატეგიულ ქვეყნებში მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საქართველოს საპრომოციო აქტივობებს საქართველოს შესახებ. ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და გავლენიანი გამოცემის, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ პლატფორმაზე, რომელსაც მილიონობით მკითხველი ჰყავს. ეს კამპანია მოიცავს როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ხელს უწყობს საქართველოში მაღალამხარჯელუნარიანი ტურისტების მოზიდვას“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.