„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სვანეთში გადაღებული პატარძლის ფოტო გამოაქვეყნა
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სვანეთში გადაღებული პატარძლის ფოტო გამოაქვეყნა

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ რვა მარტთან დაკავშირებით ქალთა გამორჩეული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში, სვანეთში გადაღებული ფოტოც მოხვდა. ფოტოს ავტორი დიანა მარკოსიანია.

„დედოფალი ქორწილის დღეს, სვანეთი, საქართველო. სვანეთი იზოლირებული მთიანი რეგიონია, სვანი ხალხის სამშობლო, სადაც ადგილობრივებს აქვთ ენა დამწერლობის გარეშე“, – აღნიშნულია ფოტოს მინაწერში. ფოტოს 200 ათასამდე მოწონება და 800-მდე კომენტარი აქვს.

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალია.

დატოვე კომენტარი