ნეიმარზე ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან
ნეიმარზე ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან

საფეხბურთო კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა მოთამაშეთა რეიტინგი, რომლებზეც ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან მეტოქეები. რეიტინგი ორი ვერსიით არის წარმოადგენილი – ევროპის TOP5 ქვეყნებისთვის და ევროპის ყველა ქვეყნის ჩემპიონატებისთვის.

ტოპ-ლიგებში (ლა ლიგა, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, სერია A, ლიგა 1) ამ მაჩვენებლით ლიდერია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი. მასზე ჯარიმდებიან ყოველ 20 წუთსა და 39 წამში, ათეული კი ასე გამოიყურება:

ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი)

ანჯელო ფიულჟენი (ანჟერსი)

იანგელ ერერა (გრანადა)

იგნატიუს განაგო (ლანსი)

არნო ნორდინი (სტ. ეტიენი)

მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი)

ივან ნეიუ (სტ. ეტიენი)

რიჩარლისონი (ევერტონი)

გრეიდი დიანგანა (ვესტ ბრომვიჩი)

სადიო მანე (ლივერპული)

თუ ავიღებთ ევროპის ყველა ლიგას, აქ ლიდერია შვედური „ესტერსუნდის“ ფორვარდი ჯერელ სელარსი – მასზე ყოველ 13 წუთსა და 11 წამში ჯარიმდებიან.