ნეიმარს ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში სურს #1TVSPORT
ბრაზილიის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ჟარდინმა დაადასტურა, რომ ნეიმარს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება სურს.
ჟარდინის აზრით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ნაკრებს გააძლიერებს და დაეხმარება ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებაში.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი მიზანია ოლიმპიურ თამაშებზე გვყავდეს ყველაზე ძლიერი ნაკრები, ნეიმარის დამატებით ამ მიზნის მიღწევასთან ახლოს ვიქნებით“, – განაცხადა ჟარდინმა პრესკონფერენციაზე.

ნეიმარის 23-წლამდე გუნდში დამატება გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რასაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი განიხილავს.
„ვიმედოვნებ, ამ საკითხთან მიმართებაში მალე პასუხი გვექნება“, – ამბობს ბრაზილიის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარებულ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება უკვე მოახერხა, რაც ბრაზილიის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრებისთვის სადებიუტო აღმოჩნდა.
https://www.youtube.com/watch?v=-Jmjn_dJt_4
ტიტემ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მოთამაშეებს შორის, რა თქმა უნდა, ნეიმარიცაა დასახელებული.