ცნობილია ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა უახლოესი შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT
ცნობილია ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა უახლოესი შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელმა ტიტემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უახლოესი მატჩებისთვის. ბრაზილიელები 4 ივნისს ეკვადორს შეხვდებიან და 8 ივნისს – პარაგვაის.

მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი);

მცველები – დანი ალვეში (სან პაულუ), დანილო, ალექს სანდრო (ორივე – იუვენტუსი, იტალია), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ლუკას ვერისიმო (ბენფიკა, პორტუგალია), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა, ინგლისი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო);

ფორვარდები – ევერტონი (ბენფიკა, პორტუგალია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ბარბოზა (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი).