ნეიმარს საგადასახადო ორგანოები ედავებიან
ნეიმარს საგადასახადო ორგანოები ედავებიან

ესპანეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფიზიკურ პირთა სია, რომლებსაც ქვეყნის საგადასახადო ორგანოების მიმართ დავალიანება დაუგროვდათ.

როგორც იტყობინებიან, ამ სიას სათავეში უდგას „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი. მისი დავალიანება 34.6 მილიონ ევროს უტოლდება.

ნეიმარი ესპანეთში 2013-2017 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც საფრანგეთის ჩემპიონატში სათამაშოდ გადავიდა. ამ სეზონზე ბრაზილიელმა პარიზელთა რიგებში ორი მატჩი ჩაატარა და ჯერ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.