ნეიმარს 2020 წელს კოპა ამერიკასა და ოლიმპიადაზე თამაში სურს
ნეიმარს 2020 წელს კოპა ამერიკასა და ოლიმპიადაზე თამაში სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს დაეხმაროს ეროვნულ გუნდს 2020 წლის კოპა ამერიკაზე (12 ივნისიდან 12 ივლისამდე) და ოლიმპიურ თამაშებზე (22 ივლისი-8 აგვისტო), მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ კლუბი მისცემს ორივე სანაკრებო ტურნირში გამოსვლის უფლებას.

„როგორ ფიქრობთ, რა პასუხი უნდა გაგცეთ? ვითამაშებ თუ არა ორივე ტურნირზე? რა თქმა უნდა, ვისურვებდი ამას, მაგრამ ვიცი, რომ ამის გაკეთება რთული იქნება.

2016 წელს მინდოდა ოლიმპიადაზე და კოპა ამერიკაზე თამაში, მაგრამ „ბარსელონამ“ უარი მითხრა. ამიტომაც მომიწევს კლუბთან ამ მომენტის განხილვა. ჩემი სურვილია დავეხმარო ბრაზილიის ნაკრებს“, – მოჰყავს ნეიმარის სიტყვები „მუნდო დეპორტივოს“.

ნეიმარი 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.