„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა მოლაპარაკებები გამართა ტრანსფერზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“.
როგორც გაზეთი L’Equipe წერს, ინგლისურმა კლუბმა უკვე განიხილა 31 წლის ბრაზილიელთან გარიგების დეტალები. „მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს, ნეიმარი ერთი წლით იჯარით აიყვანოს. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო „იუნაიტედის“ ნახევარმცველი კაზემირო.
ამ სეზონში ნეიმარმა პარიზელთა რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.