საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ნეიმარი, შესაძლოა, 2025 წლის ზაფხულში „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.
როგორც გამოცემა Sport.es წერს, ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონური კლუბის სატრანსფერო სამიზნეთა სიაშია.
წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ სატრანსფერო პრიორიტეტია „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი. თუ ნორვეგიელის გაფორმება არ გამოუვათ, კატალონელები შეეცდებიან ნეიმარის დაბრუნებას.
მომავალი წლის ზაფხულში 32 წლის ბრაზილიელი თავისუფალი აგენტი გახდება.