ნეიმარი ლიგა ერთში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს
ნეიმარი ლიგა ერთში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გამოაქვეყნა საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია.

პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით იმყოფება “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი – ის თვეში 3.067 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამ სიაში პირველ რვა ადგილზე “პარი სენ-ჟერმენის” მოთამაშეები არიან:
1. ნეიმარი – 3,067 მლნ.
2. ედინსონ კავანი – 1,54 მლნ.
3. კილიან მბაპე – 1,5 მლნ.
4. ტიაგო სილვა – 1,33 მლნ.
5. ანხელ დი მარი – 1,12 მლნ.
6. მარკინიოსი – 1,12 მლნ.
7. ტიაგო მოტა – 0.875 მლნ.
8. ხავიერ პასტორე – 770 მლნ.

ლიგა ერთის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ტოპ-ათეულში ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც “პარი სენ-ჟერმენს” არ წარმოადგენს – რადამელ ფალკაო “მონაკოდან”, მისი შემოსავალი თვეში 0.75 მილიონია და ის ამ სიაში მეცხრე ადგილზეა.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია – ის 11 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ “მარსელს”.

ნეიმარს საფრანგეთის ჩემპიონატში 18 გოლი და 12 შედეგიანი პასი აქვს.