ნეიმარი და მბაპე პარიზს არ დატოვებენ
ნეიმარი და მბაპე პარიზს არ დატოვებენ

ბოლო დღეების სატრანსფერო სიახლეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „რეალის“ გააქტიურება „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდების – ნეიმარისა და კილიან მბაპეს მიმართ. არაერთ გამოცემაში დაიწერა, თითქოს მადრიდული კლუბი ელოდება მომენტს, როცა პსჟ ამ ორიდან ერთ-ერთი ფეხბურთელს გაყიდის იმის შიშით, რომ უეფა-სგან არ მიიღოს სანქციები ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის.

მაგრამ, რადიოსადგურმა COPE-მ გაარკვია, რომ უეფა ფრანგულ კლუბთან დაკავშირებით გამოძიებას მხოლოდ სექტემბერში დაასრულებს, თან უახლოეს დღეებში ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილების გამოცხადება არ იგეგმება. ამიტომაც, ეს ყველაფერი ნეიმარის ან მბაპეს წასვლას „პარი სენ-ჟერმენიდან“ რომელიმე კლუბში გამორიცხავს.