ნეიმარი „ბარსელონაში“ 30 მილიონით ნაკლებს მიიღებს, ვიდრე „პარი სენ-ჟერმენში“
ნეიმარი „ბარსელონაში“ 30 მილიონით ნაკლებს მიიღებს, ვიდრე „პარი სენ-ჟერმენში“

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარს მოუწევს ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებაზე წასვლა, თუ კვლავინდებურად ფიქრობს „ბარსელონაში“ დაბრუნებას, – წერს გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.

პარიზული კლუბი ცდილობს ბრაზილიელის შენარჩუნებას და სთავაზობს მას ახალ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ფორვარდი შეძლებს წელიწადში დაახლოებით 52 მილიონის გამომუშავებას. ამ თანხაში შედის ხელფასი პსჟ-სგან და ფული ყატარის ბანკისგან, რომლის ელჩიც გახლავთ ნეიმარი. „პსჟ“-დან წასვლა ნიშნავს ბანკთან თანამშრომლობის გაწყვეტას, „ბარსელონა“ კი მზად არის ბრაზილიელს წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ნეიმარი „ბარსელონაში“ ოთხი სეზონი თამაშობდა და 2017 წელს, 222 მილიონ ევროდ გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“. პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.