ნედ პრაისი - თავდაცვითი ალიანსის გაფართოებას ევროპის კონტინენტისთვის მხოლოდ სტაბილურობის მოტანა შეუძლია
ნედ პრაისი - თავდაცვითი ალიანსის გაფართოებას ევროპის კონტინენტისთვის მხოლოდ სტაბილურობის მოტანა შეუძლია

თავდაცვითი ალიანსის გაფართოებას ევროპის კონტინენტისთვის მხოლოდ სტაბილურობის წინ წაწევა შეუძლია, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

რეპორტიორმა მას ჰკითხა, ხომ არ არის შეშფოთებული აშშ, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას შეუძლია ევროპის კონტინენტზე მეტი არასტაბილურობის გამოწვევა.

„აშშ ვერ იქნება შეშფოთებული, რადგან თავდაცვითი ალიანსის გაფართოებას მხოლოდ სტაბილურობის მოტანა შეუძლია ევროპის კონტინენტისთვის. ცხადია, ნებისმიერმა ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რაც გაწერილია ნატო-ს წესდებაში, ასევე უნდა მიიღოს ნატო-ს წევრების თანხმობა. თუმცა განვმეორდები, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის არსებობის მიზანი არის დაცვა და ნატო ვერ იქნება საფრთხე იმისთვის, ვინც მას თავს არ ესხმის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.