ნედ პრაისი - საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის მოწოდებას განვიხილავთ, როგორც ცინიზმს
ნედ პრაისი - საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის მოწოდებას განვიხილავთ, როგორც ცინიზმს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, საშობაოდ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი. მისი თქმით, ვაშინგტონში სკეპტიკურად არიან განწყობილი ე.წ. ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ პაუზას გადაიარაღებისა და გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს, რათა შემდეგ ისევ თავს დაესხას უკრაინას.

„ჩვენ სკეპტიკურად მოვეკიდეთ ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის განცხადებებს. საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ პუტინის მოწოდებას განვიხილავთ, როგორც ცინიზმს. ვფიქრობ, ეს შეფასება დადასტურდა იმით, რაც ვიხილეთ დღის განმავლობაში. შეშფოთებული ვართ, რომ მოსკოვი შეეცდება, გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერი პოტენციური პაუზა გადაიარაღებისთვის, გადაჯგუფებისა და, საბოლოოდ, ხელახალი თავდასხმისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.