ნედ პრაისი - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად
ნედ პრაისი - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა.

„ბატონ სააკაშვილს როდესაც ეხება საქმე, როგორც თქვენ ადრე თქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, სახალხო დამცველის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციით. რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყველა სახის მზრუნველობა, რაც მას სჭირდება“, – განაცხადა ნედ პრაისმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.