ნედ პრაისი - ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას
ნედ პრაისი - ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას

ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივის სტატუსი და ასევე წარუდგინა რეფორმების საგზაო რუკა, რომლებიც შესრულებულ უნდა იქნას, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებაში“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, „რათა დაასრულოს ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთლიანად რეგიონისთვის“.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უხეში ოკუპაციის მშვიდობიანი გზებით დასრულების მცდელობის მხარდაჭერას“,- განაცხადა ნედ პრაისმა.