ნედ პრაისი - კელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა
ნედ პრაისი - კელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა

კელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს მიზნად ისახავს ქართველი მოქალაქეების გადაყვანას ამ მიზნიდან. ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა.

დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე.

ჩვენ ვმუშაობთ მხარდამხარ 30 წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით და ეს რჩება უცვლელი“,- განაცხადა ნედ პრაისმა.