ნედ პრაისი – გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს, აშშ ქართველი მეგობრებისა და საქართველოს საგარეო უწყებაში პარტნიორების გვერდით დგას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. აშშ ქართველი მეგობრებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პარტნიორების გვერდით დგას“, – წერს ნედ პრაისი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.
We send our heartfelt condolences to the families and friends of all those on board the Georgian border police helicopter that crashed in Gudauri today. The U.S. stands with our Georgian friends and partners at @mfagovge.
— Ned Price (@StateDeptSpox) July 29, 2022