ნედ პრაისი - ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის გვერდით მთელ მსოფლიოში, ​რომელთაც სურთ, ისარგებლონ თავისუფლად შეკრების, მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალური უფლებით
ნედ პრაისი - ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის გვერდით მთელ მსოფლიოში, ​რომელთაც სურთ, ისარგებლონ თავისუფლად შეკრების, მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალური უფლებით

ჩვენ ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების გვერდით ვდგავართ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა და ყველა ქვეყნის მთავრობები ახორციელებენ მათი ხალხის მისწრაფებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„როდესაც საუბარია იმაზე, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის გვერდით მთელ მსოფლიოში, ისარგებლონ უნივერსალური უფლებით, რაც გულისხმობს თავისუფლად შეკრებას, მშვიდობიან პროტესტს, გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობს თავიანთი უნივერსალური უფლებით“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

პრაისმა ასევე კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე.

„როდესაც საუბარია ამ კანონპროექტზე, ეს კითხვა უკვე საქართველოს ხელისუფლებისთვის არის. ჩვენ ამ საკითხზე შეხედულება ძალიან მკაფიოდ გამოვთქვით და გამოვხატეთ როგორც ათწლეულების განმავლობაში პარტნიორებმა, რომელიც დაეხმარა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ფაზაში დემოკრატიის, ეკონომიკის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების კონსოლიდაციაში.

ჩვენ გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, როდესაც შევძლებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას. მთელ მსოფლიოში არიან ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ამ შეშფოთებას ევროკავშირიდან, გაერო-დან. თუმცა, ყველაზე მეტად ეს არის ხმები თავად საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ ძლიერი პროტესტი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ აქტორებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლეგიტიმურად არიან შეშფოთებული ამ კანონებით, რომ ის ხელს შეუშლის და შეაფერხებს მათ შესაძლებლობას, ისარგებლონ უნივერსალური უფლებით.

ჩვენ ვერ ვაკეთებთ არჩევანს სხვა ქვეყნის ნაცვლად. აქტორები, ქვეყნები, მთავრობები მთელ მსოფლიოში იღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს და ელიან ამ გადაწყვეტილებების შედეგებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ამ ტიპის კანონმდებლობის მიღებას ექნება შედეგები ჩვენი შესაძლებლობისთვის, გავაგრძელოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც, ვფიქრობდით, რომ ვიქნებოდით საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის“,- აცხადებს პრაისი.

მისივე თქმით, „ეს არის საკითხი, რომელმაც გამოიწვია დიდი დებატები და პროტესტი ქართველ ხალხში, რასაც მიზეზები აქვს“.

„გართულებები, შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი იმ ტიპის ურთიერთობებისთვის, რომლის გაგრძელებაც გვინდა საქართველოს მთავრობასთან. უცხოელი აგენტების კანონპროექტების საკითხის დაყენებამდე ჩვენ ვსაუბრობდით სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საქართველოსთან გაგვაჩნია. ეს არის პროექტი, რომელშიც აშშ ღრმად არის ჩართული ათწლეულების განმავლობაში მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს. ჩვენ ვიყავით პარტნიორები მთელი ამ დროის განმავლობაში, ვაკეთებდით ყველაფერს, რაც შეგვეძლო საქართველოს დემოკრატიის, მისი ეკონომიკის მხარდასაჭერად და ევროპაში და ევროპასთან მისი შემდგომი ინტეგრაციისთვის.

ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც უზარმაზარი შესაძლებლობების მქონეს, არ განვიხილავთ საფრთხის შემცველად. საქართველოსთან არის პარტნიორობის გაგრძელების შესაძლებლობა, რომ განაგრძოს სვლა პასუხისმგებლიანი მმართველობის დემოკრატიულ გზაზე და არის იმ პოზიციაში, რომ თავისი მოქალაქეების მისწრაფებების რეალიზაცია განახორციელოს. ეს არის შესაძლებლობა აშშ-სთვის, როგორც საქართველოს პარტნიორისთვის. პირველ რიგში კი, ეს არის საქართველოს მოსახლეობის შესაძლებლობა, მიაღწიოს მისწრაფებების რეალიზაციას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.